ექიმი, რომელმაც ქალს ორსულობა 34-ე კვირაზე შეატყობინა, ახალ ფოტოებს აქვეყნებს

ექიმი მანანა მგალობლიშვილი ახალგაზრდა ქალის შესახებ, რომელმაც 34 კვირაში გაიგო, რომ ორსულად არის, სოციალურ ქსელში წერს.

„მოკლედ, დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია ჩვენი კლინიკის პოსტმა იმის შესახებ, რომ პაციენტი მაია მექვაბიძე, რომელიც ჩვენთან მოვიდა გასინჯვაზე, სრულიად მოულოდნელად აღმოჩნდა… 8 თვის ორსული!!! ექიმი-ექოსკოპისტი ლელა მალანია.

უამრავი ადამიანი და მედიასაშუალება გამოეხმაურა ამ ფაქტს, ამასთანავე ბევრ ადამიანს უჭირს დაჯერება ამ მართლაც, უცნაური ამბავის და არც მიკვირს, რადგან პირადად ჩემს 20 წლიან საექიმო პრაქტიკაში ეს პირველი შემთხვევაა. მეც შოკში ვარ… ოღონდ მხიარულ შოკში… აქ ამ ვიდეოს გარდა ვაქვეყნებ სურათებს პაციენტის კიდევ 2 არაჩვეულებრივ შვილებთან – ლიზი და მარტასთან ერთად, რომელთა მუცლადყოფნის პერიოდმაც ჩვენს ხელში გაიარა ქეთინო მგალობლიშვილის მეთვალყურეობით და დღეს ძალიან ბედნიერები არიან, რადგან სულ რაღაც 1 თვეში დედამ სერიოზული „სიურპრიზი” მოუწყო და უმცროსი ძმა ეყოლებათ. ნაყოფის და დედის მდგომარეობა კარგია, მშვიდობიან მშობიარობას ვუსურვებთ,“- მანანა მგალობლიშვილი.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში ვიდეო გავრცელდა, სადაც ახალგაზრდა ქალმა 34-ე კვირაში გაიგო, რომ ორსულად არის. 

მსგავსი თემები