თბილისი-კიევის თვითმფრინავში ბომბს ეძებენ

თვითმფრინავში, რომელიც თბილისიდან კიევის მიმართულებით გაფრინდა, ბომბს ეძებენ, უკრაინის ავიახაზების თვითმფრინავი თბილისიდან როცა აფრინდა, ინფორმაცია შესაბამისმა სამსახურებმა მას შემდეგ მიიღეს.

თვითმფრინავი „ბორისპოლის“ აეროპორტში დაეშვა, სადაც შესაბამისი ჯგუფები დახვდნენ და ამ წუთებში ბომბის ძებნა და მგზავრთა ევაკუაცია მიმდინარეობს.   

უკრაინული მედია ავრცელებს კადრებს როგორ მიმდინარეობს თვითმფრინავის ჩხრეკა და ნივთების შემოწმება.   თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ამ წუთამდე განცხადება არ კეთდება.

მსგავსი თემები