“COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები ვირუსის ახალ სახეობებს არ იწვევს და მსგავსი ინფორმაცია უსაფუძვლოა” – ჯანმო

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები ვირუსის ახალ სახეობებს არ იწვევს – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ.

საფრანგეთში სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვაქცინირებული ადამიანები ხშირად სხვებს კორონავირუსის “სუპერ-შტამებით” აინფიცირებენ, თუმცა ჯანმო და სხვა იმუნოლოგები ხაზგასმით აცხადებენ, რომ მსგავსი ინფორმაციის გავრცელება უსაფუძვლოა და მეცნიერულად არ დასტურდება.

ჯანმოს განმარტებით, ამის მტკიცებულებები არ არსებობს და ვირუსის გადაცემის პრევენციისთვის ერთადერთი გამოსავალი სწორედ ვაქცინაციაა.

მსგავსი თემები