„დავახვევ და დაგიბრუნებთ უკან ფოსტით“ – ზვიად კუპრავა პოლიციაში დაიბარეს

„ტელეფონზე დამირეკეს… რუსთავის პოლიციიდან გირეკავთ, 26 მარტს რუსთავში (ნიკა მელიას მხარდამჭერი აქცია) კომენდანტის საათის დარღვევაზე საქმისწარმოება არის დაწყებული და გთხოვთ მობრძანდეთო,“ – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ზვიად კუპრავა წერს.

მისივე ინფორმაციით პოლიციაში ოპოზიციის სხვა წევრებიც არიან დაბარებულები:

“ასევე დაურეკეს ლაშა ცუცქირიძეს და ჯიმი დელიბაშვილი.

საქართველოს მთავრობა, სამწუხაროდ მოსვლას ვერ ვახერხებ. ამიტომ ეგ საქმე იქნებ მატერიალური ფორმით გამომიგზავნოთ.

დავახვევ და დაგიბრუნებთ უკან, ფოსტით,“ – წერს ზვიად კუპრავა სოციალურ ქსელში.

მსგავსი თემები