COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები ვირუსის ახალ სახეობებს არ იწვევს – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ.
საფრანგეთში სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვაქცინირებული ადამიანები ხშირად სხვებს კორონავირუსის “სუპერ-შტამებით” აინფიცირებენ, თუმცა ჯანმო და სხვა იმუნოლოგები ხაზგასმით აცხადებენ, რომ მსგავსი ინფორმაციის გავრცელება უსაფუძვლოა და მეცნიერულად არ დასტურდება.
ჯანმოს განმარტებით, ამის მტკიცებულებები არ არსებობს და ვირუსის გადაცემის პრევენციისთვის ერთადერთი გამოსავალი სწორედ ვაქცინაციაა.