“ქართველ ხალხს კონკრეტული შეთავაზებები სჭირდება – პოლიტიკური პატიმრები, მათ შორის ნიკა მელია უნდა გათავისუფლდნენ” – ჰანს ვან ბაალენი

ქართველ ხალხს სიცხადე და კონკრეტული შეთავაზებები სჭირდება, – ამის შესახებ “ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ევროპისთვის” პრეზიდენტი ჰანს ვან ბაალენი აცხადებს, რითაც ის ბრიუსელში გუშინ გამართულ ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების საბჭოს შეხვედრას ეხმიანება.

„მიმდინარე მედიაციის პროცესში მოუთმენლად ველით მომდევნო ნაბიჯებს. ამასობაში კი პოლიტიკური პატიმრები, მათ შორის ნიკა მელია  უნდა გათავისუფლდნენ“, – წერს ჰანს ვან ბაალენი “ტვიტერზე“.

“ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ევროპისთვის” პარტიის პრეზიდენტის ამ პოსტს ლიეტუვის სეიმის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე გამოეხმაურა.

„მოდით, ვაჩვენოთ, რომ ევროკავშირს შეუძლია ამის გაკეთება საქართველოში ნამდვილი, ეფექტური, ინკლუზიური დემოკრატიისთვის“, – წერს ჟიგიმანტას პავილიონისი.

მსგავსი თემები