“ინფიცირების შემთხვევები 7%-ით გაიზარდა” – ჯანმო

ევროპაში ეპიდვითარება გაუარესდა და შესაძლოა თვალს ვადევნებდეთ, ახალი ტალღის გავრცელების ნიშნებს-ამის შესახებ განცხადება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ბიუროს ხელმძღვანელმა გააკეთა.

ჰანს კლუგეს თქმით, ბოლო 24 საათში მსოფლიოში ახალი ინფიცირებულების ყველაზე დიდი რაოდენობა 10 ქვეყანაშია აღრიცხული და მათგან ოთხი ევროპაში მდებარეობს.

ახალი შემთხვევების რიცხვმა კი წინა კვირის მაჩვენებელთან შედარებით 7%-ით მოიმატა.

ჯონს პოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე Covid-19-ით მსოფლიოში დაინფიცირდა 115 მილიონზე მეტი ადამიანი, ორ მილიონ ნახევარზე მეტი კი გარდაიცვალა.

მსოფლიოში პირველ ადგილზე ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით კვლავ აშშ-შია, მეორე ადგილზე არის ინდოეთი, ხოლო მესამე ბრაზილიაა.

მსგავსი თემები