პარლამენტის შენობასთან შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს

  •  

პარლამენტის შენობასთან შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს. გზის გადაკეტვას აქციის მონაწილეები ტაშითა და ოვაციებით შეხვდნენ.

შეგახსენებთ, დღეს 15:00 საათზე ოპოზიციონერი ლიდერები მოქალაქეებთან ერთად მთავრობის ადმინისტრაციასთან შეიკრიბნენ და ნიკა მელიას  დაკავება გააპროტესტეს.

ცნობისთვის, სამართლდამცავებმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მელიას აყვანის სპეცოპერაცია პარტიის ცენტრალურ ოფისში გამთენიისას დაიწყო. ოპერაციის ფარგლებში შსს-მ სპეციალური ტექნიკა და სპეცდანიშნულების რაზმი გამოიყენა. გაუშვა ე.წ. წიწაკის სპრეი, რითაც პარტიის ოფისში მყოფი პირები დაშალა.

მსგავსი თემები