„არავითარ კომპრომისს აღარ დავუშვებთ“ – ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერ მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, პოლიცია დესტრუქციული ძალების დევნაში საკმაოდ დიდ რესურსს ხარჯავს, რაც ასე არ გაგრძელდება და ქვეყააში წესრიგი უნდა აღდგეს.  

„ამ ადამიანებს მოფრთხილება და ხელის გულზე ტარება სჭირდებათ. მძიმე სამუშაოს ემატება პრობლემები, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არსებობს. ამას ემატება ის, რომ დესტრუქციული ჯგუფები პირდაპირ პროვოცირებენ პოლიციელებზე. ჩვენი პოლიციის უზარმაზარი რესურსი ცდება ამ დესტრუქციული ჯგუფების დევნაში. საბოლოო ჯამში, ქოსის და დესტაბილიზაციის ფონი იქმნება. ამიტომ, ჩვენ ყოველ ასეთ გამოვლინებაზე ძალიან მკაცრი პოლიტიკა გვექნება. არავითარ კომპრომისს აღარ დავუშვებთ“ – განაცხადა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა პარლამენტის ტრიბუნიდან.   

მისი თქმით, ნებისმიერი შეურაცხყოფა და გადაცდომა სამართალდამცველებთან დაკავშირებით, მკაცრად იქნება აღკვეთილი.

„პოლიციის მიმართ ნებისმიერი გადაცდომა იქნება დაუყოვნებლივ აღკვეთილი და კანონის ფარგლებში სამაგალითოდ დასჯილი“ – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მსგავსი თემები