ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ეკონომიკური გახსნა მოხერხდება

ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატია, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია იქით მიდის, რომ მალე ეკონომიკური გახსნა მოხერხდება.  აღნიშნული განცხადება მან პარლამენტში გააკეთა, სადაც მინისტრობის კანდიდატებს დაჩქარებული წესით უსმენენ.  

„ინფიცირების მაჩვენებელი მნიშვნელოვნად დაწეულია. აქედან გამომდინარე, გვაქვს გარკვეული მოლოდინი, ეკონომიკური გახსნა მოხერხდება“ – განაცხადა ტიკარაძემ მედიასთან.

მისივე შეფასებით,  არსებული ვითარების გასაანალიზებლად, მთავრობას 10 დღიანი პერიოდი სჭირდება.

“მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ როგორც პირველი, ასევე მეორე ფაზის შემთხვევაში, ეპიდემიოლოგიურად მნიშვნელოვანია, რომ ყოველი ორი კვირის ინტერვალით მოხდეს გაანალიზება იმ არსებული შედეგების, რომელიც გამოწვეულია თითოეული ქმედებით. ამ ეტაპისთვის, ჩვენ გვაქვს ეტაპობრივი გახსნა და თითოეულ გახსნას უნდა დავაკვირდეთ ორი კვირის ინტერვალით და ვიმოქმედოთ შესაბამისად”, – განაცხადა მან ჟურნალისტებთან.

მსგავსი თემები