„მეც და ნატალია ილიჩოვაც აბსოლუტურად უდანაშაულო ვართ“ – ივერი მელაშვილი

დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით დაკავებული და გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებული  ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის სასამართლო პროცესი თითქმის  საათია გრძელდება. როგორც ივერი მელაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, მათ ამ საქმეში ბრალი არ მიუძღვით და ეს საქმე მათი გამარჯვებით დასრულდება.

მელაშვილმა კომენტარი მიხეილ სააკაშვილის 2007 წლის განცხადებაზეც გააკეთა.

„შეგნებულად არ მინდა დეტალებში შევიდე, ყველა აზრის წარმოთქმას თავისი აზრი აქვს და, რა თქმა უნდა, იცის საზოგადოებამ, რომ იყო რაღაც შეთავაზებები, მოლაპარაკებები, მათ შორის, პრეზიდენტების დონეზე და იყო განხილული საკითხები, რომლებსაც, რა თქმა უნდა, თავისი აზრი აქვს და თავისებური განმარტება აქვს. არ შემიძლია ახლა მაგაზე კომენტარები გავაკეთო, თვითონ ყოფილმა პრეზიდენტმა გააკეთა კომენტარები და, რა თქმა უნდა, იყო განხილვები რაღაც დონეზე მაგის თაობაზეც, მათ შორის,“- განაცხადა ივერი მელაშვილმა.

ივერი მელაშვილი აცხადებს, რომ სასამართლო მათ უდანაშაულოდ ცნობს.

„განხილული გვაქვს ბრალდების ყველა პუნქტი და შემიძლია ვთქვა ის, რომ მეც და ნატალია ილიჩოვაც აბსოლუტურად უდანაშაულო ვართ ამ  ბრალდებაში. ყველანაირად ვეცდებით და  მგონია, რომ სიმართლე გაიმარჯვებს. ნამდვილად უდანაშაულოები ვართ იმ ბრალდებაში, რაც წამოყენებული გვაქვს“ – განაცხადა მელაშვილმა.

მსგავსი თემები