“იმედი მაქვს, იმ საკითხების მოგვარების გადაუდებლობა, რაც ამომრჩევლებს აწუხებთ, პარტიებს უბიძგებს, კომპრომისს მიაღწიონ” – კელი დეგნანი

აშშ-ის ელჩი საქართველოში კენი დეგნანი მიიჩნევს, რომ პოლიტიკური პარტიების ლიდერებმა მათ შორის არსებულ განსხვავებებზე კომპრომისის მისაღწევად ქვეყნის ინტერესები პირველ რიგში უნდა დააყენონ და ამომრჩევლების აზრი გაითვალისწინონ.

“ქართველი ხალხი სხვადასხვა გამოკითხვაში აცხადებს, რომ მათთვის მთავარი პრობლემები არის სამუშაო ადგილები, მაღალი ფასები, სიღარიბე. ისინი ასევე აცხადებენ, რომ სურთ, პარლამენტის წევრებმა ერთად იმუშაონ ამ საკითხებზე პარლამენტში. იმედი მაქვს, პარტიები, მათ შორის არსებული განსხვავებების გადალახვის სხვადასხვა ვარიანტის განხილვისას ამას გაითვალისწინებენ,“ – აღნიშნა ელჩმა.

მან იმედი გამოთქვა, რომ იმ საკითხების გადაუდებლობა, რაც ქართველ საზოგადოებას აწუხებს, პოლიტიკურ პარტიებს პარლამენტში ერთად მუშაობისკენ უბიძგებს.

„იმედი მაქვს, პარტიის ლიდერები ქვეყნის ინტერესებს პირველ რიგში დააყენებენ, მოუსმენენ, რა არის მნიშვნელოვანი ამომრჩევლებისთვის და ეს არის სამუშაო ადგილები, მაღალი ფასები, სიღარიბე, კოვიდ 19-ის ეკონომიკური შედეგები. ვფიქრობ, რომ ამ საკითხების მოგვარების გადაუდებლობა პარტიებს უბიძგებს, რომ კომპრომისს მიაღწიონ, იპოვონ პრობლემების გადაჭრის გზები და მოვიდნენ პარლამენტში ამ საკითხებზე მუშაობის დასაწყებად,“ – განაცხადა კელი დეგნანმა.

მსგავსი თემები