ლეღვის ნახარშით 16 წლის გოგონა დაიწვა

საქართველოში წელს ლეღვის ნახარშით დამწვრობის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.  დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის გუგა ქაშიბაძის განცხადებით,  პაციენტს მესამე ხარისხის დაზიანება, ქიმიური დამწვრობა აქვს.

“ძალიან დიდი იმედი გვქონდა, რომ პაციენტი აღარ გვეყოლებოდა წელს, მაგრამ შემოვიდა 16 წლის გოგონა გუშინ. რუჯის მიღების მიზნით წაისვა ლეღვის ფოთლის ნახარში.

რამდენიმე დღის წინ წაისვა ლეღვის ფოთლის ნახარში, მდგომარეობის გართულების გამო მოხვდა ჩვენთან. მოთავსებულია სტაციონარში, ბავშვთა განყოფილებაში, მიმდინარეობს აქტიური მკურნალობა”, – განაცხადა გუგა ქაშიბაძემ ,,პრაიმტაიმთან”.

მსგავსი თემები