„მცირე და საშუალო ბიზნესი, უბრალოდ გაკოტრდება“ – ივა ჭყონია „მედიაცენტრ მთავარში“

„მალე ჩვენ 13 მილიონი გვექნება გასასტუმრებელი და ეს იმ ფონზე, როცა ეკონომიკა არ გვაქვს,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ „დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციის” ხელმძღვანელმა, ივა ჭყონიამ განაცხადა.

ივა ჭყონიას მიაჩნია, რომ სარესტორნო სექტორმა რესურსი ამოწურა, იგი იმ მოცემულობაზეც საუბრობს, რაც დღეის მდგომარეობით ქვეყანას ეკონომიკის კუთხით გააჩნია:

„რესტორნები ელოდებიან გახსნას და უღირთ რომ იჯარის საფასური გადაიხადონ, ეს მათთვის ზარალია, მაგრამ მომავლის იმედად აკეთებენ ამას, ამ ადამიანებმა ეს რესურსიც ამოწურეს, რაც უფრო ღრმად ჩავარდება ადამიანი ჭაობში, მით უფრო ძნელია ამოყვანა.

მალე ჩვენ 13 მილიარდი გვექნება გასასტუმრებელი და ეს იმ ფონზე, როცა შიგნით ეკონომიკა არ გვაქვს და ყველაფერი გვაქვს იმპორტირებული.

ყველაფერი ისედაც გაძვირებულია, სოფლის მეორნეობის მიმართულებით რაღაც წინსვლები გვაქვს, მაგრამ იმდენი არა, რომ ჩვენი ბაზარი დააბალანსოს. ქვეყანაში მთავარი პრობლემა ისაა, რომ იმპორტი 41 % – ით მეტია ექსპორტზე, ეს ნიშნავს, რომ მეტი ვალუტა გაედინება, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის მეტრი არის ეროვნული ლარი და არასოდეს არავისგან განცხადებას არ მივიღებთ რომ ლარი არის ცოცხალი ორგანიზმი და ხან იქით იხტუნავებს და ხან აქეთ,“ – განაცხადა ივა ჭყონიამ „მედიაცენტრ მთავარში.“

მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება.

მსგავსი თემები