“დაგუგლეთ და ნახეთ, რომელ დიდ ქვეყნებშია გახსნილი ზამთრის კურორტები” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ განმარტა თუ რატომ არ იხსნება ზამთრის კურორტები.

მისივე თქმით, ევროპის არც ერთ ყველაზე ცნობილ ქვეყნებში ზამთრის კურორტები ამ დრომდე გახსნილი არ არის.

„რატომ უნდა დაიშვას გამონაკლისი? ევროპაში ჩემზე კარგად მოგეხსენებათ, რომ ყველაზე ცნობილი მთის კურორტების მქონე ქვეყნები რომელია, საფრანგეთი, იტალია, ავსტრია, ჩეხეთი, შვეიცარია, გერმანია – აბა მითხარით, ნახეთ, დაგუგლეთ და ნახეთ, რომელიმე ამ ყველაზე ცნობილ ზამთრის კურორტების მქონდე ქვეყნებში საბაგირო გზები გახსნილია თუ არა, ერთადერთი გახსნილია მხოლოდ ავსტრიაში ადგილობრივებისთვის და რა უცხოელი ტურისტებისთვის და ამავე დროს იქ სასტუმროები გახსნილი არ არის, რადგან ადგილი არ ჰქონდეს შეკრებებს, მოგეხსენებათ დიდი შეკრებები არის ყველაზე მაღალი რისკ-ფაქტორი გადადების“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მსგავსი თემები