“საქართველოში ჩატარებული არჩევნები შეფასდა ძირითადად დემოკრატიულ არჩევნებად” – გიორგი გახარია

საქართველოში ჩატარებული არჩევნები შეფასდა ძირითადად დემოკრატიულ არჩევნებად, საინვესტიციო მიმართულებით ბევრ ევროპულ ქვეყანას ვუსწრებთ, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

„რა მიმართულებით არ გვაქვს საუკეთესო შედეგი, ეს ყველაფერი არის შეფასებითი. მე რაც ვიცი, თქვენ რაც იცით, ოფიციალურ წყაროებზე წვდომით, საქართველოში ჩატარებული არჩევნები ჩაითვალა და შეფასებული იყო ძირითადად დემოკრატიულ არჩევნებად. ეს არის ოფიციალური შეფასებები. საინვესტიციო მიმართულებით ქვეყანა არის პირველ ხუთეულში თუ არა, ათეულში და ბევრ ევროპულ ქვეყანას უსწრებს საინვესტიციო გარემოს თვალსაზრისით. აღარ გავაგრძელებ სხვა საერთაშორისო შეფასებებს და რეიტინგებს.

მე მესმის, რომ ჩვენ შეიძლება, უკმაყოფილო ვიყოთ და გვინდოდეს კიდევ უფრო მეტი. რა თქმა უნდა, ბევრ შემთხვევაში ეს გასაგებია და ხშირ შემთხვვევაში, მისასალმებელია. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რაც არსებობს, ის მიღწევები და შედეგები, რაც უამრავი ადამიანის და წლების შრომის შედეგია, მათ შორის ოპოზიციის, არ უნდა იყოს დაფასებული ან უნდა იყოს დისკრედიტებული. ეს ხომ ქვეყანაზეა საუბარი, ეს ხომ არ არის „ქართული ოცნების“ მიღწევა, ეს არის ქვეყნის მიღწევა და ვერასოდეს, ვერავინ, ვერასოდეს, ვერც ერთი პოლიტიკური ძალა ვერ შეძლებს, რომ ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესი იყოს მხოლოდ მასთან დაკავშირებული. ქვეყნის დემოკრატიიზაციის პროცესის ბუნებრივი ნაწილია ხელისუფლება, ოპოზიცია – სხვათა შორის, ოპოზოციაც ხელისუფლების ნაწილია და კიდევ ბევრი რამ, სამოქალაქო საზოგადოებაც“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი თემები