„ძალიან ვფრთხილობთ“ – ნათია თურნავა სავაჭრო ცენტრების გახსნაზე

  •  

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელის ნათია თურნავას განცხადებით, ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების საკითი გადაწყვეტილი არ არის და ეს დამოკიდებულია პანდეიის მხრივ არსებულ ვითარებაზე.

აღიშნულ თემასთან დაკავშირებით, თურნავამ არასასურსათო სავაჭრო ობიექტების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა და მათი პოზიციები მოსმინა.

„სხვადასხვა წერტილოვანი შეზღუდვის დაწესება-მოხსნის საკითხები, რა თქმა უნდა, წყდება სხვა დონეზე – საგანგებო უწყებათაშორისი საბჭოს ფორმატში, მაგრამ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მოგვესმინა თავად სავაჭრო ობიექტებისგან, შოპინგ-მოლებისგან, თუ რამდენად მზად არიან ისინი, რომ 24 დეკემბერს გახსნის შემთხვევაში, არ დაუშვან ობიექტების ზედმეტი გადატვირთვა; ისეთი რიგები, სადაც არ იქნება დაცული ეპიდემიოლოგების რეკომენდაციები; აჟიოტაჟური მოხმარება, რისი მომსწრეებიც, სამწუხაროდ, ნოემბერში გავხდით. მათგან მოწოდებულ ყველა არგუმენტს, რა თქმა უნდა, მოვახსენებ უწყებათაშორის საბჭოს, რომელიც მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას,” – განაცხადა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა.

მისივე განმარტებით, სავაჭრო ობიექტების წარმომადგენლები მომზადებულები არიან, თუმცა, რისკი ყოველთვის არსებობს.

„ ერთი მხრივ, ძალიან მნიშვნელოვანია, ეს დიდი ინდუსტრია – ვაჭრობა, რომელიც ასობით ადამიანს ასაქმებს და მათი შემოსავლები დიდად არის დამოკიდებული წინასაახალწლო ვაჭრობაზე, მაგრამ ამავდროულად, ძალიან ვუფრთხილდებით იმ პირველ მონაპოვარს, რაც მოიტანა წერტილოვანმა შეზღუდვებმა – ვხედავთ, რომ ჩვენმა ჯანდაცვის სექტორმა ახლა უფრო შვებით ამოისუნთქა და ნაკლებია გადატვირთვა. რა თქმა უნდა, ეს არ უნდა დავთმოთ. აქედან გამომდინარე, აღნიშნული მაღაზიების გახსნის შემთხვევაში რისკების თავიდან აცილება-მინიმიზაციაზე გვექნება სერიოზული მსჯელობა. დღევანდელი ამოცანა იყო მოგვესმინა ინფორმაცია კონკრეტული მექანიზმების შესახებ, ჩვენც შევთავაზეთ მათ მოსაზრებები. ეს ამოცანა შესრულებულია, საკმაოდ ვრცელი ჩამონათვალი გვაქვს, თუ რა ზომები შეიძლება იქნას მიღებული იმ შემთხვევაში, თუ საბოლოო ჯამში, ეპიდემიოლოგებთან დისკუსიაში გადაწყდა, რომ 24 დეკემბრიდან გაიხსნება მოლები”, – განაცხადა თურნავამ.

მსგავსი თემები