“გარწმუნებთ, 0.1% არ არსებობს შანსი იმისა, რომ ახალი არჩევნები ამ ქვეყანაში არ ჩატარდეს” – ნიკა მელია

  •  

“მიკვირს იმ მოქალაქეების, რომელსაც ეჭვი ეპარება, რომ ამ ქვეყანაში ახალი არჩევნები ჩატარდება. გარწმუნებთ, 0.1% არ არსებობს შანსი იმისა, რომ ახალი არჩევნები ამ ქვეყანაში არ ჩატარდეს,” – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში მისვლის შემდეგ განაცხადა, სადაც ოპოზიციური პარტიების შეხვედრა იმართება.

მისივე თქმით, პოლიტიკური კრიზისი, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა შექმნა, ახალი არჩევნების გარეშე ვერ განიმუხტება.

„ჩვენ ვიბრძვით იმისათვის, რომ არჩევნების იდეა გადარჩეს და ახალი არჩევნები ჩატარდეს თავისი თანმდევი ცვლილებებით – შეიცვალოს საარჩევნო ადმინისტრაცია და საარჩევნო კანონმდებლობა. არავის არ მიეცემა საფუძველი იმისა, რომ თქვას, ოპოზიციამ არ მიიღო მონაწილეობა მოლაპარაკებების პროცესში. „ქართული ოცნება“ შლის მოლაპარაკებების პროცესს ასეთი კადნიერი და უღირსი განცხადებებით, რომელეც ეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, როგორც მთავარ ოპოზიციურ პარტიას. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვერ მივანიჭებთ იმ ფუფუნებას ვერავის, თქვან, რომ ჩვენ ჩავშალეთ მოლაპარაკებების პროცესი. ბუნებრივია, ამ პროცესის პარალელურად დაიწყება სამოქალაქო პროტესტის მზადება ახალი არჩევნების გარშემო“, – აღნიშნა ნიკა მელიამ.

მსგავსი თემები