საბიუჯეტო დაფინანსებას ელისაშვილისა და „გირჩის“ გარდა, ყველა მიიღებს

მმართველი გუნდს ბიუჯეტიდან ყველაზე დიდი დაფინანსება –  5,140,020.00 იქნება, „ლეიბორისტებს კი ყველაზე მცირე – 289,710.00 ლარი. ბიუჯეტიდან თანხას 14 პოლიტიკური სუბიექტიდან მხოლოდ 2 პარტია ვერ მიიღებს.   

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ პარტიების დაფინანსების შესახებ ოფიციალური განკარგულება უკვე გამოსცა.

სახელმწიფო დაფინანსების მიმღები ე.წ. კვალიფიციური სუბიექტი 14 პარტია გახდა, მაგრამ, ბიუჯეტიდან თანხას მხოლოდ 12 მიიღებს, რადგან მათგან ორს – “მოქალაქეებსა“ და “გირჩს“ ცესკოსთვის შესაბამისი განცხადებით არ მიუმართავს.

მსგავსი თემები