ქართული მხარე რუსეთი ევროსაბჭოდან გარიცხვის წინააღმდეგია 

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილის აზრით, დაუშვებელია რუსეთის ევროსაბჭოდან გასვლა, რადგან ასეთ შემთხვევაში მასზე აღარ გავრცელდება სტრასბურგის სასამართლოს მოთხოვნები და ამ მექანიზმს ვეღარს ქართული მხარე გამოიყენებს რუსეთის წინააღმდეგ.

თამარ ჩუგოშვილი სტრასბურგში იმყოფება, სადაც საქართველოს საპარლამენტო დელეგაციას ხელმძღვანელობს. მისი განცხადებით, ბოლო ხანებში დაიძაბა ურთიერთობა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეასა და მინისტრთა კომიტეტს შორის და არის პროცესები, რომელიც აწუხებს საპარლამენტო ასამბლეის წევრებს.

მისივე თქმით, არავის უნდა რუსეთის ევროსაბჭოდან გასვლა.

“საკმაოდ დიდია ინტერესია, რომ რუსეთი იყოს საბჭოს წევრი და მათ შორის, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები რუსეთზე ვრცელდებოდეს, მაგრამ რუსეთმა უნდა შეასრულოს თავისი ვალდებულებები, მათ შორის, გადაიხადოს საწევრო. ჯერჯერობით ის არღვევს ამ პირობებს და თუ ასე გააგრძელა, შესაძლოა, დადგეს მისი გარიცხვის საკითხი, თუმცა ჩვენი საერთო ამოცანაა, რომ რუსეთმა დაიწყოს ნაკისრი ვალდებულებების შესრულება“, – აცხადებს თამარ ჩუგოშვილი.

მისივე შეფასებით, იმ ფონეზე, როცა რთული პოლიტიკური პროცესები მიმდინარეობს ევროსაბჭომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც არ გაიტანა შემოთავაზებული რეზოლუცია.

 

 

 

მსგავსი თემები