მარიამ ჯაშს „კოვიდ 19“ დაუდასტურდა

საქართველოს პარლამენტის წევრი, ფრაქცია „ჩვენი საქართველო – დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარე მარიამ ჯაში „კოვიდ ინფიცირებულია“. აღნიშნული ინფორმაცია „მედიაცენტრ მთავარს“ ექსკლუზიურად თავად მარიამ ჯაშმა დაუდასტურა.

როგორც დეპუტატმა „მედიაცენტრ მთავართან“ აღნიშნა, პირველი ტესტი უარყოფითი იყო, თუმცა, დღეს გაკეთებული ტესტით, კოვიდ დადებითია.

„პირველი ტესტი 5 ნოემბერს გავიკეთე და პასუხი უარყოფითი იყო. სავარაუდოდ. 5-დან 13 ნოემბრამდე მოხდა ჩემი ინფიცირება და წყარო, ალბათ  ბათუმია. ბოლო ერთი კვირაა, მინიმალური კონტაქტები მქონდა. სიცხე არ მქონია, მაქვს მსუბუქი ხველა და სისუსტე. მინიმუმ 10  დღე სახლის პირობებში ვიქნები, რადგან ჰოსპიტალური საწოლები უნდა დაიზოგოს. 1 კვირაა შეხვედრები არ მქონია, მხოლოდ ერთხელ ვიყავი პარლამენტში დაახლოებით ნახევარი საათით“ – განუცხადა მარიამ ჯაშმა „მედიაცენტრ მთავარს“.       

მსგავსი თემები