„რეალურად, ატეხილი აჟიოტაჟი უფრო მეტია, ვიდრე საჩივრების გადამოწმების უპრეცედენტო აქცია” – გიორგი ვოლსკი

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით დაწერილი არც ერთი საჩივარი პასუხის გარეშე არ დარჩება.

როგორც ვოლსკიმ განაცხადა, არასამთავრობო ორგანიზაციები ვერ იტყვიან, რომ საჩივრები არ განხილულა.

ვოლსკის თქმით, მის საარჩევნო ოლქში, დიდუბე-ჩუღურეთში საჩივრების უმტესობა ტექნიკური ხასიათის იყო, 25-ე საარჩევნო უბანიც გაიხსნა, სადაც დარღვევა არ აღმოჩნდა და ოქმი ზუსტად იყო შედგენილი.

„რეალურად, ატეხილი აჟიოტაჟი უფრო მეტია, ვიდრე საჩივრების გადამოწმების უპრეცედენტო აქცია. ეს აქამდე საერთოდ არ ხდებოდა. გრძელდება უბნების გახსნა და გადათვლა, რაც საქართველოს ისტორიაში არ მომხდარა. საჩივრების რაოდენობა უფრო ნაკლებია, ვიდრე 2016 წელს, მაგრამ ვინაიდან არის, არც ერთი საჩივარი პასუხის გარეშე არ დარჩება. თუ ცესკო-ს თავმჯდომარე ლევან თარხნიშვილი არ არის, ცესკო-ს თავმჯდომარეს სურვილიც რომ ჰქონდეს, არანაირი რესურსი არ აქვს, არჩევნები გააყალბოს. ცესკო-ში ტექნიკურად ოქმების შეჯამება ხდება. თუ გადათვლები საჭიროა და, რასაკვირველია, შესაძლებელია, დისციპლინარული წარმოება დაიწყოს კონკრეტული ადამიანების მიმართ, ვინც გადაცდომა დაუშვა და ამან არჩევნების შედეგებზე მოახდინა გავლენა, მაგრამ ასეთი რამ არ არის, რასაც ადასტურებენ საერთაშორისო ორგანიზაციები და პარტნიორი ქვეყნები. ამის საპასუხოდ კი, შალვა ნათელაშვილის პასუხია ის, რომ ტრამპი უნდა წავიდეს, ახალი ადმინისტრაცია მოვიდეს და ამერიკის დამოკიდებულებაც შეიცვლება მისი განცხადებების მიმართ“, – განაცხადა ვოლსკიმ.

მსგავსი თემები