“მე აზრად არ მომსვლია მთავრობის დადგენილების შესრულება, რომელიც ქუჩაში პირბადით სიარულს ეხება” – იაგო ხვიჩია

 “ეპიდსიტუაციის სიმძაფრეს სხვადასხვანაირად აღვიქვამთ. მე არ მიკეთია პირბადე. მე აზრად არ მომსვლია მთავრობის დადგენილების შესრულება, რომელიც ქუჩაში პირბადით სიარულს ეხება” – ამის შესახებ, „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა.

ხვიჩიას თქმითვე, თუ ჩვენს თავებში კორონა იქნება წინ ვერ წავალთ, სულ ვიქნებით შეშინებულები და ეს მთავრობას აწყობს.

“ეპიდსიტუაციის სიმძაფრეს სხვადასხვანაირად აღვიქვამთ. მე არ მიკეთია პირბადე. მე აზრად არ მომსვლია მთავრობის დადგენილების შესრულება, რომელიც ქუჩაში პირბადით სიარულს ეხება. იმიტომ რომ შეიძლბა ვიღაცას ეშინია ვირუსის, მაგრამ მე ვიცი, რომ მთავრობას ეს ვირუსის შიშის გამო არ გაუკეთებია, მან ეს პოლიტიკის გამო გააკეთა. “კორონასთან” ბრძოლა ჩვენთან არ უკავშირდება ვირუსთან ბრძოლას. ჩვენთან ეს უკავშირდება პოლიტიკურ პროცესს, სადაც ოპოზიციაც და ხეისუფლებაც, გარდა ჩემი პარტიისა ცდილობდა ქულა დაეწერა მკაცრი ღონისძიებების მოთხოვნით და აღსრულებით. მე არც 2400 პაციენტის მჯერა კორონასთან დაკავშირებით, არც იმ მითების მჯერა”კორონასთან” დაკავშირები, რომელიც არის. განა კორონა არ არსებობს, განა კორონა საშიში არ არის, უბრალოდ ჩვენ რაც შემოგვტენეს და სამყაროსაც კორონასთან დაკავშირებით, მაგას კავშირი არ გააჩნია რეალობასთან. “ქართულ ოცნებას” უნდა აპრილ-მაისსში დაგვაბრუნოს და დაძაბოს საზოგადოება ამ პირბადეებით და “მაიმუნობებით”. ჩემი აზრით ამ ნარატივიდან უნდა გავიდეთ. ოპოზიციამ და მედიამ უნდა აღიაროს, რომ თუ ჩვენ არ გვინდა თავისუფლების დაკარგვა, თუ ჩვენ არ გვინდა პირზე პირბადე აგვაფაროს ლაპარაკისას მაშინ უნდა დავივიწყოთ “კორონამაიმუნობები” უნდა გამოვიდეთ გარეთ და ვთქვათ, რომ არაფერი არ არის არჩევნების მოპარვაზე უარესი.

თუ ჩვენს თავებში კორონა იქნება წინ ვერ წავალთ. სულ ვიქნებით შეშინებულები და ეს მთავრობას აწყობს” – განაცხადა ხვიჩიამ.

მსგავსი თემები