ავსტრიელმა სამართალდამცველებმა ვენაში განხორციელებულ ტერორისტულ აქტში ეჭვმიტანილი მამაკაცი დააკავეს.
არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელი სპეცდანიშნულების რაზმმა ქალაქ ლინცში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში აიყვანა.
მასთან ერთად განყოფილებაში გადაიყვანეს, სავარაუდოდ, ორი ქალიც, რომლებიც მოწმის სახით დაიკითხებიან.
ვენაში თავდასხმა 2 ნოემბერს, ადგილობრივი დროით 20:00 საათზე მოხდა.