“ვერ გეტყვით, რომ ძალიან კმაყოფილები ვართ საარჩევნო შედეგით, „ოცნებამ“ პროგრამა მინიმუმი შეასრულა” – მამუკა მდინარაძე

ძალიან გულწრფელი რომ ვიყო, ვერ გეტყვით, რომ ძალიან კმაყოფილები ვართ საარჩევნო შედეგით, „ქართულმა ოცნებამ“ პროგრამა მინიმუმი შეასრულა,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, შედეგებთან დაკავშირებით მეტი მოლოდინი არსებობდა.

“ჩვენც კი არ ვართ კმაყოფილები, შედარებით მეტი მოლოდინი გვქონდა, თუმცა, პროგრამა მინიმუმი “ქართულმა ოცნებამ ” შეასრულა, რომლის მიხედვითაც ის უმრავლესობას დააკომპლექტებს, ჩვენ ამას ვამბობდით, რომ მობილიზებული გვყავდა დაახლოებით მილიონამდე ამომრჩეველი, ამდენი ამომრჩეველი მივიდა საარჩევნო უბნებთან, ოპოზიციურმა პარტიებმაც მოახერხეს საერთო ჯამში დაახლოებით ამდენივე ამომრჩევლის მობილიზება, გაიზარდა აქტივობა და ბუნებრივია, შესაბამის პროცენტზე, ჩვენს მონაცემზე ამან ასახვა ჰპოვა. აქედან გამომდინარე, გამოვიდა არჩევნები, რომლითაც შეიძლება ბოლომდე კმაყოფილი არც ერთი პარტია არ არის, მაგრამ ეს არის დემოკრატიის მაჩვენებელი,”- განაცხადა მდინარაძემ.

მსგავსი თემები