გლდანში, საარჩევნო უბანთან რამდენიმე ახალგაზრდა დააკავეს

გლდანში, 84-ე საარჩევნო უბანთან ფიზიკური დაპირისპირება და დაკავებები გრძელდება. ამ ეტაპისთვის, დაკავებულია ნიკა მელიას შტაბის წარმომადგენელი ირაკლი ეძგვერაძე.

ადგილზე მობილიზებულები არიან  სამართალდამცველები. დაპირისპირება ახალგაზრდებს შორის მოხდა, რომლებიც საარჩევნო უბანზე იმყოფებოდნენ. დაპირისპირება ამ წუთებშიც გრძელდება. ეძგვერაძის გარდა, კიდევ ერთი ახალგაზრდა დააკავეს. ვითარება საკმაოდ დაძაბულია.  

მსგავსი თემები