“თბილისის მერიაში შესულია წერილი, რომლის მიხედვითაც “ენმ” არჩევნების დღეს პარლამენტის წინ მრავალათასიან აქციას გეგმავს” – მამუკა მდინარაძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ თბილისის მერიაში შესული წერილის თანახმად, “ნაციონალური მოძრაობა” არჩევნების დღეს პარლამენტის შენობის წინ მრავალათასიან აქციას გეგმავს.

“მინდა საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია “ნაც მოძრაობის” მიერ დაგეგმილი კიდევ ერთი მავნებლობის შესახებ, რომელიც არჩევნების ნაცვლად აქციებისთვის და არეულობისთვის რომ ემზადება – ეს არ არის სიახლე ქართული საზოგადოებისთვის.

ჩვენი ინფორმაციით, თბილისის მერიაში შესულია წერილი, რომლის მიხედვითაც ისინი არჩევნების დღეს პარლამენტის წინ 12 საათიდან იკრიბებიან. ხაზს ვუსვამ – არჩევნების დღეს. როგორც ჩანს სრული რესურსის მობილიზაციას ამ მიმართულებით და არა საარჩევნო მიმართულებით აპირებენ და აანონსებენ მრავალ ათასიანი აქციის ჩატარებას.  

ეს ნიშნავს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის სასოწარკვეთილების პიკში. მათ ზუსტად იციან, რომ დემოკრატიულ არჩევნებში რაიმე სახის წარმატების შანსი არ გააჩნიათ,” – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მსგავსი თემები