“პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმები კარგად არიან გადამზადებულები და კიდევ გრძელდება მათთან ტრენინგები” – მარინა ენდელაძე

„პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმები კარგად არიან გადამზადებულები და კიდევ გრძელდება მათთან ტრენინგები” – ამის შესახებ,  ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, არიან პაციენტები მსუბუქი და უსიმპტომოები, რომლებსაც განსაკუთრებული მკურნალობა არ სჭირდებათ და ასეთი პაციენტი შეიძლება ბინაზე დარჩეს.

„პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმები კარგად არიან გადამზადებულები და კიდევ გრძელდება მათთან ტრენინგები. მთავარია გადაწყვეტილება სწორად მივიღოთ – ვისი დატოვება შეიძლება ბინაზე და ვისი არა. თუკი კვალიფიციური ექიმი სწორად მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ პაციენტის ბინაზე დატოვება შეიძლება, ამ შემთხვევაში ინფიცირებულს საშიშროება არ ემუქრება.

განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ექიმების მიერ რისკჯგუფებს, თუ პაციენტი რომელიმე რისკგჯუფს არ მიეკუთვნება, ეს ინფექცია თითქმის არ რთულდება“, – აღნიშნა მარინა ენდელაძემ

მსგავსი თემები