კარლო ლაფერაძე გარდაიცვალა

  •  

ეკონომიკის სამინისტროს წიაღის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე კარლო ლაფერაძე გარდაიცვალა. რაჭაში მომხდარი ავტოავარიის შედეგად მისი მდგომარეობა რთული იყო.

შეგახსენებთ, რომ შემთხვევა რამდენიმე თვის უკან მოხდა. რაჭაში ორმა ნასვამმა პირმა ავტომობილი პატრონის ნებართვის გარეშე წაიყვანა, ისინი ამბროლაურიდან ონის მიმართულებით მოძრაობდნენ, რა დროსაც სხვებს შეეჯახნენ. დაზიანდა სამი მანქანა, გარდაიცვალა ავტომობილში მყოფი ერთი მგზავრი.

დაშავებულთა შორის იყო ეკონომიკის სამინისტროს წიაღის სამმართველოს უფროსი კარლო ლაფერაძე და მისი მეუღლე. ლაფერაძის მდგომარეობა მძიმე იყო. „მედიაცენტრი მთავარი“ უსამძიმრებს ოჯახს ამ უდიდეს ტრაგედიას.

მსგავსი თემები