მცხეთაში მკვლელობა მოხდა

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მოკლულია ორი პირი.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, ფაქტთან დაკავშირებით აღძრულია საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც ორი ან მეტი პირის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ამ ეტაპისთვის არავინ დაუკავებიათ და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

მსგავსი თემები