ირაკლი კოვზანაძე კატარინა ბიორლინ ჰანსეს შეხვდა

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე კავკასიაში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის(EBRD)-ის რეგიონულ დირექტორს კატარინა ბიორლინ ჰანსეს  შეხვდა, – ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„EBRD-ის ინიციატივით, გამართულ შეხვედრაზე  საფინანსო სფეროში, მათ შორის საბანკო სექტორში არსებული ვითარება და გამოწვევები განიხილეს. ირაკლი კოვზანაძემ მადლობა გადაუხადა EBRD-ის რეგიონულ დირექტორს პანდემიის პერიოდში ქვეყნის საბიუჯეტო და საფინანსო სექტორში გაწეული დახმარებების გამო და იმედი გამოთქვა, რომ  საქართველოსა და  ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება.,“ – აღნიშნულია განცხადებაში.

მსგავსი თემები