6 დევნილ ოჯახს საახალწლოდ ბინები გადაეცა

6 დევნილი ოჯახი ახალ წელს საკუთარ ბინაში შეხვდება.
საცხოვრებელი ფართები მათ მარნეულში, ახალაშენებულ კორპუსში გადაეცათ.

იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს ახალი ბინების გასაღები დევნილთა სააგენტოს ხელმძღვანელმა ბესარიონ სიმონიშვილმა და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა გადასცეს.

მიმდინარე წელს სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, საცხოვრებელი ფართი 2 ათასმა დევნილმა ოჯახმა მიიღო.

მომდევნო წელს, ახალი საცხოვრებლის გადაცემა 2500-ზე მეტი დევნილი ოჯახისთვის იგეგმება.

მსგავსი თემები