„6 ახალი პაციენტიდან ყველას წყარო დადგენილია“ – მარინა ეზუგბაია

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით 6 ახალი პაციენტიდან 2 ბოლნისი, ორი კი ზუგდიდის კლასტერს უკავშირდება.

„გუშინ დილით ამ დროისთვის გვყავდა 604 დაგვემატა 6 შემთხვევა და გახდა 610 , გამოჯანმრთელებული გვყავს 269 პაციენტი, თუ ამ მონაცემებს შევაჯამებთ გამოდის, რომ დღეს საქართველოში მკურნალობს, 332 პაციენტი, ამ პაციენტებიდან ორი ბოლნისისაა, ორი ზუგდიდის და ორი მათი კონტაქტი, ასე, რომ ყველას წყარო ცნობილია“ – აღნიშნა ეზუგბაიამ.

ეზუგბაია აცხადებს, რომ ამ ეტაპზე მათ კლინიკაში ერთი მძიმე პაციენტი რჩება.

„მძიმე პაციენტებიდან ჩვენ გვრჩება ერთი კრიტიკული მძიმე პაციენტი, ხანდაზმული, რომელსაც აქვს სხვა დაავადებებიც, პროგნოზი ჯერ – ჯერობით როგორი იქნება არ ვიცი. სტაბილიზაცია ამ პაციენტთან არ გვაქს. 7 პაციენტი გვყავდა საყურადღებო ამ პირებთან არ მოხდა დაავადების პროგრესირება, გვრჩება 2 მძიმე პაციენტი“ – განაცხადა ეზუგბაიამ.

მსგავსი თემები