“სტომატოლოგიური კლინიკები გაცილებით მაღალი რისკის ჯგუფში არიან” – ხათუნა ზახაშვილი

  •  

“სტომატოლოგიური კლინიკები გაცილებით მაღალი რისკის ჯგუფში არიან, თუმცა იქ მომუშავე პერსონალი ჰიგიენურ წესებს როგორც წესი, უკეთ იცავს”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა აღნიშნა.

ხათუნა ზახაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ სტომატოლოგიური კლინიკები დაიცავენ წესებს და არ გახდებიან დაავადების გავრცელების წყარო.

„სტომატოლოგიური კლინიკის ექიმები არიან ექიმები და მათ კარგად იციან, როგორც უნდა დაიცვან წესები. ყველა სტომატოლოგი ცდილობს დაიცვას ინფექციის კონტროლის წესები. მათ აქვთ შემუშავებული სპეციალური გაიდლაინები ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის თავიანთ სივრცეებში და მე ვთვლი, რომ საკმაოდ წარმატებული გაიდლაინები აქვთ. ვიმედოვნებ, რომ სტომატოლოგიური კლინიკებიც აღმოჩნდებიან სათანადოდ აღჭურვილები იმ პერიოდისთვის, როცა ისინი შეძლებენ გეგმიური მომსახურების მიწოდებას ჩვენი საზოგადოებისთვის და ეს კლინიკები არ გახდება დაავადების გავრცელების წყარო“, – განაცხადა ზახაშვილმა

მსგავსი თემები