„ის მოდელი ვითარდება ჩვენთან, რაც განვითარდა იტალიაში“ – პაატა იმნაძე

  •  

„თუ კონტროლს დავკარგავთ, მერე მოწოდება „სახლში დარჩი“ გვიანაა, ფილოსოფიებს ყველამ თავი დაანებოს და დარჩნენ სახლში” – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა.

პაატა იმნაძე თვლის, რომ მოსახლეობის უმრავლესობამ გაითავისა მოწოდება „სახლში დარჩი,“ თუმცა ის ყურადღებას სოციალურ დისტანცირებაზე ამახვილებს და საზოგადოებას ისევ და ისევ სახლში დარჩენას სთხოვს გარდა გადაუდებელი აუცილებლობისა. იმნაძეს მიაჩნია, რომ იტალია ოჯახურმა კლასტერმა დააყენა განსაცდელის წინაშე.

„იტალიას სხვა კი არაფერი დაემართა გარდა იმის, რომ ერთმანეთთან სტუმრად დადიოდნენ. ხალხო დარჩით სახლში, ეს იქნება ერთადერთი გამოსავალი ჩვენთვის, რომ თავიდან ავიცილოთ ეს უბედურება, ხედავთ, რომ არაფერი აჩერებს ამ ინფექციას. ჩვენი სტატისტიკა საბედნიეროდ არ გვაძლევს დღეს შეშფოთების საფუძველს, თუმცა არავინ ამბობს, რომ ეს არ შეიცვლება.  ყველაზე დიდი კლასტერები ზუსტად არის ოჯახური კლასტერები, რატომაა ამდენი ბავშვი საქართველოში დაინფიცირებული? ყველას უკვირს. ჩვენ ჩვენი მაგლითები გვაქვს უკვე, რად გვინდა იტალია, ის მოდელი ვითარდება ჩვენთან, რაც გავითარდა იტალიაში. წავიდა მეგობართან, მივიდა სახლში და გავრცელდა. ამაზე უნდა ვკონცენტრირდეთ ახლა და ამის ნაცვლად ვიღაც არასამთავრობოებმა რაღაც დოკუმენტაცია გამოითხოვეს, ზის ჩემი წარმომადგენლი და ერთობლივი მუშაობის დროს, რაღაც ნაბღაჯნებზე ცდება, რომ მათ მიაწოდოს.” – განაცხადა იმნაძემ.

მსგავსი თემები