„მარნეული და ბოლნისი ჩაკეტილობას არ იგრძნობენ“ – ნათია თურნავა

  •  

„მიუხედავად იმის, რომ კარანტინი გამოცხადდა ბოლნისს და მარნეულს არაფრის დეფიციტი არ ექნებათ“ – ამის შესახებ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

თურნავა აცხადებს, რომ მაქსიმალურად მოხდება აღნიშნულ რაიონებში სასტუმროების მობილიზება.

„ამ ყველაფერს ბიზნესიც გაგებით უნდა მოეკიდოს, მადლობელი ვარ, რომ ჩვენს მოწოდებას მაღალი დონის სასტუმროები შემოუერთდნენ. ესაა ჩვენი დაცვა, ესაა თქვენი დაცვა, რომ დავიცვათ კარანტინი ნორმალურად. მარნეული და ბოლნისი ჩაკეტილობას არ იგრძნობენ მათ არაფრის დეფიციტი არ შეექმნებათ.” – განაცხადა თურნავამ

მსგავსი თემები