ინფექციური საავადმყოფო კიდევ ორმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა

  •  

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განმარტებით, კლინკა კიდევ ორმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა.

„დღესდღეობით საქართველოში დადასტურებულია 54 შემთხვევა. ამ 54-დან 35 შემთხვევა ჩვენს ცენტრზე მოდის, დანარჩენი 19 შემთხვევა არის „კოვიდის“ მიმღებ სხვა 5 დაწესებულებაზე. მონიტორინგი გრძელდება.

ჩვენთან ჩატარებული განმეორებითი გამოჯანმრთელების ტესტით 5 გამოჯანმრთელებული პაციენტი შემოემატა გუშინ კიდევ. ამ 5 პაციენტიდან გუშინ 2-მა უკვე დატოვა ჩვენი ცენტრი ანუ ჯამში უკვე 5-მა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა ჩვენი ცენტრი. სამი პაციენტი მართალია გამოჯანმრთელებულია, მაგრამ მათთან პარალელურად გვქონდა პნევმონიები, ამიტომ დღეს გარკვეულწილად მოხდება კლინიკური შეფასება ამ მონაცემების და თუ ყველაფერი წესრიგში იქნება, ალბათ, ეს სამი პაციენტიც დატოვებს დღეს დღის განმავლობაში ჩვენს ცენტრს. ეს უკვე შემდგომი კლინიკური მონაცემებისა და ლაბორატორიული შეფასების შემდგომში,“-განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მსგავსი თემები