ხვალიდან, საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნებს შორის საჰაერო მიმოსვლა შეჩერდება

  •  

2020 წლის 21 მარტიდან საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნებს შორის საჰაერო მიმოსვლა შეჩერდება; განხორციელდება მხოლოდ „საქართველოს ავიახაზების“ რეისები.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამონაკლისი იქნება მხოლოდ ის ავიარეისები, რომელიც განხორციელდება „საქართველოს ავიახაზების“ მიერ და რომელიც კოორდინირებული იქნება საქართველოს მთავრობასთან. აღნიშნული გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ იქნა მიღებული.

საქართველოს ყველა მოქალაქე და ასევე ის მოქალაქეები, რომლებზეც ვრცელდება უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე არსებული შეზღუდვის გამონაკლისი, განურჩევლად წარმომავლობის ქვეყნისა, საქართველოს საზღვრის გადმოკვეთისთანავე გადაინაცვლებენ საკარანტინო ზონაში და მათ მიმართ გადაწყვეტილებები არსებული პროცედურების შესაბამისად იქნება მიღებული.

ამასთან, გადაწყდა, რომ უკეთესად მართვის შესაძლებლობის მიზნით, სახმელეთო-სასაზღვრო გამშვებ პუნქტებთან სიახლოვეს დამატებითი საკარანტინო სივრცეები მოეწყობა.

მსგავსი თემები