წნორში მომხდარ მკვლელობის საქმეზე დაკავებულ მამაკაცს ბრალი დაუმძიმდა

  •  

წნორში, გუშინ მომხდარ მკვლელობის საქმეზე დაკავებულ 28 წლის ილიკო გურაშვილს ბრალი დაუმძიმდა. გამოძიება მას განზრახ მკვლელობასთან ერთად, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ დანაშაულს, კერძოდ, მოკლულის სახლის ძარცვასაც ედავება.

ადვოკატის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს მხოლოდ მკვლელობის ნაწილში აღიარებს.

ახალგაზრდა მამაკაცი საკუთარი დეიდის, 50 წლის ირინა ხაილოვას მკვლელობის და მისი სახლის ძარცვის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიება 109- მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც 16 დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

მსგავსი თემები