ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი გაეროს გენერალურ მდივანს სპეციალური კომისრის მოვლინებას სთხოვს

  •  

საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახმა საგარეო საქმეთა სამინისტროში წერილი შეიტანეს, რითაც გაეროს გენერალურ მდივანს პრობლემის მოსაგვარებლად სპეციალური კომისრის მოვლინებას სთხოვენ.

“მივმართავთ გაეროს გენერალურ მდივანს, რათა საქართველოში სასწრაფოდ მოავლინოთ გაეროს სპეციალური კომისარი, რომელიც მუშაობს მსგავს პრობლემებზე და დაუყოვნებლივ გამოიყენონ ყველა არსებული რესურსი, რათა მოხდეს ოკუპანტების მიერ უკანონოდ დატყვევებული ექიმის გათავისუფლება,”- ნათქვამია წერილში. 

ოჯახის წევრების განცხადებით, “წითელი ჯვრის” წარმომადგენლობამ დღეს ვერ მოახერხა ექიმთან მისვლა და ამანათის გადაცემა, რადგან ოკუპირებულ ცხინვალში დღევანდელი დღე დასვენების დღედაა გამოცხადებული. მათი თქმით, ექიმის მდგომარეობის შესახებ დამატებითი ინფორმაცია არ აქვთ და ხელისუფლებას მოუწოდებენ, მაქსიმალურად შეეცადონ, რომ მეორემ მხარემ დააჩქაროს პროცესები და სწრაფად გაათავისუფლონ ვაჟა გაფრინდაშვილი.

მსგავსი თემები