“შემდეგ კვირას დავარეგისტრირებთ კანონპროექტს და დავიწყებთ რეგიონებში გასვლას” – დიმიტრი ხუნდაძე საარჩევნო სისტემაზე

“ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატის დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით,   “ქართული ოცნების” სხდომაზე, შეთანხმდნენ, რომ 2020 წლის არჩევნები, შერეული სისტემით ჩატარდება.

თუმცა, დიმიტრი ხუნდაძის განმარტებით, დეპუტატები მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ კანონპროექტს პარლამენტში მაინც წარადგენენ.

“შევთანხმდით, რომ ჩვენ მაჟორიტარები არ შევეხებით 2020 წლის საარჩევნო სისტემის შეცვლას და ის, ჩატარდება შერეული სისტემით. ჩვენ, რა თქმა უნდა, პარალელურად გავაგრძელებთ მუშაობას მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის სასარგებლოდ. ახლა ახლა უფრო მეტი დრო გვაქვს. შემდეგ კვირას დავარეგისტრირებთ კანონპროექტს და დავიწყებთ რეგიონებში გასვლას. რაც შეეხება პლებისციტს ან რეფერენდუმს, ან 2020 წელს, არჩევნებს დავამთხვევთ, რომ არ იყოს ზედმეტი ხარჯი ან, ეს შესაძლოა იყოს თვითმმართველობის არჩევნებზე, 2021-ში. შესაბამისად, როგორი იქნება ხალხის დამოკიდებულება, იმის მიხედვით გავაგრძელებთ მოქმედებას,” – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

მსგავსი თემები