„ხელისუფლება უნდა შეიცვალოს არჩევნების გზით, რევოლუციურ სცენარს მხარს არ დავუჭერთ“ – „კონსერვატორები“

ფრაქცია „ქართული ოცნება – კონსერვატორების“ აწ უკვე ყოფილი  თავმჯდომარე გიგა ბუკია „მედიაცენტრ მთავარში“ აცხადებს, რომ ხელისუფლება არჩევნების გზით უნდა შეიცვალოს და რადიკალიზაცია მათთვის მიუღებელია.

„არ მქონდა განცდა, რომ უმრავლესობა კანონპროექტს ჩააგდებდა. იმ დეპუტატთა ნაწილი, ვინც კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა, თავის დროზეც წინააღმდეგები იყვნენ პროპორციული საარჩევნო სისტემაზე გადასვლის, თუმცა, კანონპროექტს ხელი მაინც მოაწერეს.  დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, „ქართულ ოცნებას“ ბევრად უფრო მძიმე არჩევნები ელოდება, რადგან დანაპირების არ შესრულებაზე მძიმე და მძაფრი რეაქცია აქვს ქართველ ხალხს. არ ვფიქრობ, რომ “ქართული ოცნება” ელოდა ასეთ საშიშროებას. ყველა შემთხვევაში,  ხელისუფლება უნდა შეიცვალოს არჩევნების გზით. ჩვენ რევოლუციურ სცენარს მხარს არ დავუჭერთ“, – განაცხადა გიგა ბუკიამ „მედიცენტრ მთავარში“.

დეპუტატი ამბობს, რომ დღეს მორალური უპირატესობა ოპოზიციის მხარესაა, რადგან უმრავლესობამ ამომრჩეველი მოატყუა.  

მსგავსი თემები