ავსტრალიაში ხანძრის შედეგად 300-ზე მეტი კოალა დაიწვა 31.10.201931.10.2019 მედიაცენტრი მთავარი ავსტრალიაში ხანძრის დროს 300-ზე მეტი კოალა დაიღუპა. ცეცხლი ახალი სამხრეთ უელსის შტატში ტყის მასივს უკიდია. დამწვარია კოალებით დასახლებული 2000 ჰექტარი ტერიტორია. შტატის მასშტაბით ცეცხლის 50 კერას ებრძვიან. ხანძრის ჩაქრობას ხელს ძლიერი ქარი უშლის.