“რა გწყალობთ ასე? – ალბათ ღმერთი მწყალობს” – რომან გოცირიძე მოსამართლეობის კანდიდატს

“სასამართლო სისტემაზე არსებობს თუ არა გავლენიანი ჯგუფი, რომელიც ზემოქმედებას ახდენს”? – აღნიშნული კითხვით მიმართა, საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ, უზენაესი სასამართლო მოსამართლეობის კანდიდატს, გიორგი მიქაუტაძე.

გიორგი მიქაუტაძის განცხადებით, გავლენიანი ჯგუფის შესახებ მას არ სმენია: “ასეთი ჯგუფის შესახებ არ მსმენია”

რომან გოცირიძე: “როგორ მოხვდით იმ 10 კაციან სიაში, რა ნიშნით, რა გწყალობთ ასე”?

გიორგი მიქაუტაძე: “წყალობით, ალბათ, ღმერთი მწყალობს”.

რომან გოცირიძე: “რომელი ღმერთი”?

გიორგი მიქაუტაძე: “ქრისტე ღმერთი. იმ 10 კაციან სიაში მოვხვდი ალბათ იმიტომ ,რომ მანამდე კონკურსში ვმონაწილეობდი. შესაბამისად კენჭისყრის დასრულებამდე, იუსტიციის საბჭოს მიეცა უფლებამოსილება და მისმა მდივანმა დამირეკა, რომ მოვახდინოთ თქვენი ნომინირება საწინააღმდეგო ხომ არ გექნებათ-ო.”

მსგავსი თემები