3 რუსი ჟურნალისტი საქართელოს საზღვრიდან უკან დააბრუნეს

რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო “იტარტასის” სამხედრო კორესპონდენტ ვიქტორ ლიტოვკინს, საზოგადოების მკვლევართა ასოციაციის საერთაშორისო საბჭოს პრეზიდენტ გენადი ბოდრიუგოვსა და НТВ-ს ჟურნალისტ ალექსანდრ ტოკარევს საქართველოს საზღვრიდან უკან, რუსეთში დაბრუნება მოუწია. მიზეზი – კანონის დრღვევა.

რუსეთის დელეგაციის სამი წევრი საქართველოში „ოკუპირებული ტერიტორიების“ შესახებ კანონის დარღვევის გამო არ შემოუშვეს.  ისინი საქართველოში დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად ვლადიმერ პუტინის დაფინანსებით ჩამოფრინდნენ. კერძოდ,  რუსეთის პრეზიდენტის ფონდის მიერ დაფინანსებული მედია და ექსპერტები  საქართველოსი კონფერენციას მართავენ, რომელიც მათივე განცხადებით კომინიკაციასა და გაშუქების თემას ეხება.

 

მსგავსი თემები