“ეს ჩემი ინიციატივა იყო” – დავით სერგეენკო თანამდებობის დატოვებაზე 

  •  

საქართველოს ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, თანამდებობიდან წასვლა მისი ინიციატივით მოხდა.

როგორც დავით სერგეენკომ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მინისტრის თანამდებობაზე ეკატერინე ტიკარაძის კანდიდატურას რეკომენდაცია მან გაუწია.

„ჩვენ გარკვეული პერიოდის განმავლობაში გვქონდა ინტენსიური კონსულტაციები, წინასწარ მომზადებული რეფორმების ახალი ფაზა, როგორ იქნებოდა ოპტიმალური, რათა სწორად დაგეგმილიყო სწორად დანერგილიყო და განხორციელებულიყო. ჩვენ შევთანხმდით, რომ ასეთი ცვლილება იქნებოდა უფრო მეტი შედეგის მომტანი. არ დაგიმალავთ, რომ ეს ჩემი ინიციატივა იყო, მე ვთხოვე პრემიერს, განგვეხილა ასეთი ცვლილებები, რათა უკეთესი შედეგი მიგვეღო. მე გავუწიე რეკომენდაცია ქალბატონ ეკას, რადგან ჩვენ 10 წელზე მეტი თანამშრომლობის გამოცდილება გვაქვს სხვადასხვა სფეროში და ძირითადად ეს არის ჯანდაცვის მენეჯმენტი“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

მისივე თქმით, ჯანდაცვის სფეროში რეფორმები ასე უკეთესად განვითარდება და შესაძლებლობა ექნება, სტრატეგიულ დაგეგმარებაზე და განვითარებაზე მეტად კონცენტრირდეს.

მსგავსი თემები