„რაჭაში უნდა შემოვიტანოთ ახალი სიცოცხლე, რომ წასულები მამაპაპისეულ სახლებში დაბრუნდნენ“ – მამუკა ბახტაძე

  •  

“როგორც ონში, ასევე ამბროლაურში, ძალიან კარგი ტემპებით მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული პროექტები. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რაჭაში შემოვიტანოთ ახალი სიცოცხლე, რომ ადგილობრივ მოსახლეობას, მათ შორის მას, ვინც იძულებული იყო, დაეტოვებინა მამაპაპისეული სახლები, შევუქმნათ შესაძლებლობები, დაბრუნდეს საკუთარ ულამაზეს კუთხეში“ – აღნშნული განცხდება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გააკეთა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, შარშან, ყველაზე წარმატებული რთველი ჩატარდა და მომავალ წელი უფრო წარმატებული იქნება.

„სწრაფი ტემპებით მიმდინარეობს იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც გააცოცხლებს ამ რეგიონს. ფაქტობრივად უკვე დასრულდა ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები, რომლებიც მოიცავს წყალმომარაგების პრობლემის ერთხელ და სამუდამოდ გადაჭრას, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას. შარშან ჩავატარეთ ყველაზე წარმატებული რთველი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში და დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო წარმატებული ეკონომიკური წელი გვექნება წელს,“ – აღნიშნა პრემიერმა.

მამუკა ბახტაძე ირობას იძლევა, რომ რაჭაში ყველა სკოლის რეაბილიტაცია მოხდება: „მომავალი წლის ბოლომდე, რაჭაში ყველა სკოლის რეაბილიტაციას დავასრულებთ და ავაშენებთ ახალ სკოლებს. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ჩვენ შევძელით რაჭაში ტურისტების რაოდენობის მკვეთრი ზრდა. უკვე 160 საოჯახო სასტუმრო ფუნქციონირებს რაჭაში და ეს მხოლოდ დასაწყისია. ეს უნიკალური სოფელი ამის ნათელი დასტურია.“




მსგავსი თემები