მეფე დედოფალს შვილის ცემის ვიდეოს გასაჯაროებით ემუქრება

  •  

ბაგრატიონების სამეფო ტახტის მემკვიდრეებს შორის საოჯახო დავა კიდევ უფრო გართულდა. საქმე იქამდე მივიდა, რომ მეფე დედოფალს ფარულად გადაღებული ჩანაწერების გავრცელებით ემუქრება. რა ჩანაწერზეა საუბარი და არსებობს კი არა რეალურად ანას მხრიდან ბავშვის მიმართ ჩადენილი დანაშაული, ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ინტერესების დამცველებმა „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრეს.

„დავით ბაგრატიონმა ანა ბაგრატიონს არაერთხელ დაურეკა, ჯერ სთხოვა დავის შეწყვეტა, ამისთვის ფულიც კი შესთავაზა. დედოფლისთვის შეთავაზებული თანხა 90 000 ლარზე გაცილებით მეტი იყო. როცა ვერაფერს გახდა, გადავიდა მუქარაზე. მუქარის შინაარსი კი შემდეგია, თუ ანა ერთი კვირის განმავლობაში არ შევწყვეტ დავას, კომპრომატებს გავასაჯაროებ-ო“.

რაც შეეხება დავით ბაგრატონის ხელთ არსებულ კომპრომატს, როგორც ანა ბაგრატიონის ადვოკატმა „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა, ის მცირეწლოვან შვილს უკავშირდება.

ადვოკატ ლევან გორელიშვილს განცხადებით, ეს ყველაფერი ტყუილია და ბუნებაში არ არსებობს არანაირი ცემის ფაქტი დედოფლის მხრიდან საკუთრ შვილზე და ეს მხოლოდ მუქარაა.

„პატარა გიორგიზე დედის მხრიდან რაიმე სახის ძალადობა გამორიცხულია. არანაირი ფაქტი მომხდარა და შესაბამისად, ვერც კომპრომატები იარსებებს. ეს არის ტყუილი და გათვლილი იმაზე, რომ ანას უკან დახევაზე იფიქრა. არ ვაპირებთ დავის შეწყვეტას“ – აღნიშნა ადვოკატმა „მედიაცენტრ მთავარში“.

ამ წუთებში ანა ბაგრატიონის ადვოკატის განცხადებებს დავით ბაგრატიონის ადვოკატი „მედიაცენტრ მთავარში“ პასუხობს.

მსგავსი თემები