“რამდენიც უნდა ილაპარაკოს ოპოზიციამ, რომ საქართველო გამქრალია რადარებიდან, ქვეყანა სულ უფრო პროგრესირებს”- სოფო ქაცარავა

  •  

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა დღეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის მიერ გამოთქმულ კომენტარს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ რამდენიც უნდა ილაპარაკოს ოპოზიციამ, თითქოს საქართველო გამქრალია რადარებიდან, რეალობა სრულიად განსხვავებულია.

მისი თქმით, რეალობა არის ის, რომ საქართველო უფრო და უფრო წინ მიიწევს, პროგრესირებს და ამას საერთაშორისო საზოგადოება და პარტნიორებიც აღიარებენ.

„ჩვენ გვაქვს ფატები და არა მხოლოდ სიტყვები. რამდენიც არ უნდა ილაპარაკოს ოპოზიციამ, რომ საქართველო გამქრალია რადარებიდან, შედეგი გვაქვს აბსოლუტურად განსხვავებული.

რეალობა არის ის, რომ საქართველო სულ უფრო და უფრო წინ მიიწევს, პროგრესირებს, ამას აღიარებს საერთაშორისო საზოგადოება და ჩვენი პარტნიორები, ეს გამოიხატება მათ პოლიტიკურ მხარდაჭერაში, პრაქტიკულ თანამშრომლობაში და ეს ეხება ევროკავშირს, ნატოს, ამერიკის შეერთებულ შტატებს, და ყველა იმ ქვეყანას, რომელთანაც ჩვენ გვაქვს ძალიან მჭიდრო თანამშრმოლობა და ეს კავშირები სულ უფრო და უფრო მყარდება – ყველა ჩვენთვის პრიორიტეტული მიმართულებით“.

აღნიშნულ საკითხზე დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე ისაუბრა.

„ჩვენ მოვისმინეთ ტყუილი და ახალი „ფეიკნიუსები“ უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალებისგან, ვითომ საქართველო არ ფიქსირდება დასავლეთის პოლიტიკურ დღის წესრიგში და ვითომ, ჩვენ გავქრით რადარებიდან, ეს არის ტყუილი“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მსგავსი თემები