მარტვილში 9 წლის ბავშვი, სავარაუდოდ, კბილის ამოღების შემდეგ, გართულებით გარდაიცვალა

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურჩაში 9 წლის ბავშვი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, გოგონას კბილი ამოუღეს რის შემდეგაც მას სეფსისი განუვითარდა .

როგორც ადგილობრივები ჰყვებიან, გოგონას ექიმთან მიყვანამდე, დაახლოებით 10 დღე კბილისა და ყურის ძლიერი ტკივილები აწუხებდა და მაღალი ტემპერატურაც ჰქონდა.

ჯერჯერობით უცნობია ჰქონდა, თუ არა მოზარდს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა პრობლემები.

მსგავსი თემები